
თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია - აცხადებს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე:
ერთადერთი პირი, ვის ხელშიც იყო ამ დრომდე გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენება- არგამოყენებასთან დაკავშირებით იყო თავად ნიკანორ მელია. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს დაპატიმრება ნიკანორ მელიასი ეს არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია - ამბობს სარჯველაძე
მისივე თქმით, შესაძლოა ოპოზიციამ ნიკა მელიას საკითხი გაზაფხულის გასაცხელებლად გამოიყენოს.
ვერ გეტყვით, ვინმეს თუ ექნება მცდელობა, რომ ეს კიდევ გააგრძელოს ამ ფაქტების გამოყენება გაზაფხულის გასაცხელებლად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს კარგ საბაბად შეიძლება გამოყენებადი იყოს. ისინი ეცდებიან, რომ ამ თვალსაზრისით გამოიყენონ ეს გარემოებები, თუმცა, შორს მიმავალ გეგმებს ეს მათ ვერ დაალაგებინებს“- ამბობს სარჯველაძე.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ, ხელმეორედ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც შოთაძის უწყება მის დაპატიმრებას ითხოვს.
"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.