დღე მეორე - "ჯაფარასთან" ისევ გაიხსნა

გამოქვეყნდა:

"ჯაფარასთან" ისევ გაიხსნა. ზურა ჯაფარიძის ბარი უკვე მეორე დღეა დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, საღამოს 19 საათიდან იწყებს მუშაობას.

აღმაშენებლის 45-ში მდებარე ობიექტი პირველად გუშინ, 13 თებერვალს გაიხსნა. ბარის სტუმრებმა კომენდანტის საათიც დაარღვიეს.

საღამოს 9 საათის შემდეგ ადგილზე მუნიციპალური ინსპექციისა და შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და ჯაფარიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს.  

დააპატიმრებენ თუ არა ოპოზიციის ერთერთ ლიდერს?-  ამაზე ჯაფარიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებისა და შრომის ინსპექციის მისვლას დღესაც ელოდება. 

ბარი როდესაც გავხსენი, მაშინაც ვთქვი, რომ ეს ბარი იმუშავებს მანამ, სანამ ფიზიკურად მე არ დამიჭერენ. სხვა შემთხვევაში, ბარი გაიხსნება ყოველთვის - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი