
დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
აღმაშენებლის 45-ში ბარი '"ჯაფარასთან" დღეს ისევ გაიხსნა.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, გუშინდელის შემდეგ, პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს მისთვის უფლებამოსილების გაუქმება, რადგან გუშინ კომერციული საქმიანობის გამო დაჯარიმდა:
გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს უფლებამოსილების გაუქმება, კომერციული საქმიანობა მეკრძალება და ამ საქმიანობის გამო დამაჯარიმეს - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ბარი გუშინ, 13 თებერვალს გაიხსნა. ადგილზე მუნიციპალური და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ და ჯაფარიძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს.
როგორც "გირჩი -მეტი თავისუფლების" ლიდერი ამბობს, ბარის გახსნით ის ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებს აპროტესტებს.