ცდიან დაჭერას ვუი მაგათ პატრონს, თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე

გამოქვეყნდა:

"ცდიან დაჭერას ვაი მაგათ პატრონს და ვუი, თუ ვერ დაიჭერენ და ვაი მაგათ" - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა მელიას საკითხს. 

"მე ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც მათი (ოცნების) საქმე წასულია. დაიჭერენ, ცდიან დაჭერას ვაი მაგათ პატრონს და ვუი, თუ ვერ დაიჭერენ და ვაი მაგათ. აი, ეგეთ დღეში არიან. ეგენი თვითონ, რომ არიან მხდალები, გადაწყვიტეს, რომ აქედანაც არიან მხდალები. ეგერ, კახა ოქრიაშვილს უთხრა ივანიშვილმა დაგიჭერო და იფიქრა, კაცო ამხელა ბიზნესმენია და დაჭერის როგორ არ შეეშინდებაო და ოქრიაშვილმა ერთ ადგილზე გაუშვა, უკაცრავად, მელიამ იმავე მისამართით გაუშვა ესენი, ასე, რომ ვერ ხვდებიან. იქით ჰყავთ თავისი ჩვეულებრივი კონფორმისტი ტურები და აქეთ მხარეს არიან მგლები, აქეთ მხარეს არის ხალხი, ვინც საქართველოსთვის მზად არის იბრძოლოს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ, ხელმეორედ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც შოთაძის უწყება მის დაპატიმრებას ითხოვს.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი