"როცა უსამართლობა კანონად იქცევა, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება" - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

როცა უსამართლობა კანონად იქცევა დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება - თომას ჯეფერსონის ფრაზა მოიყვანა დავით ბაქრაძემ ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას.

"მთავარ აქცენტებში" საუბრისას "ევროპული საქართველოს" მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის რასაც ნიკა მელია ახლა აკეთებს, უსამართლობასთან ბრძოლა და უსამართლობის მხილებაა:

ნიკა მელიას ბრძოლა ეს არ არის ერთი კაცის და ერთი პარტიის ბრძოლა. ეს არ არის ის რომ ნიკა ჩემი მეგობარია და გვერდით დავუდგები, მე, დათო ბაქრაძე, რომელიც სულ ვიძახი რომ კანონს უნდა დავემორჩილოთ, ვამბობ რომ ნიკა მელიას ბრძოლა არის ბრძოლა იმისთვის, რომ უკანონობა და უსამართლობა არ დაგვიკანონდეს ქვეყანაში როგორც კანონი და სამართალი" ამბობს ბაქრაძე

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ, ხელმეორედ დაკისრებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც შოთაძის უწყება მის დაპატიმრებას ითხოვს.

"ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტი მელიასათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი