მანდატის გაუქმების მოთხოვნით თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკური" პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით საკონტსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

"საკონსტიტიციო სარჩელით მაინც თუ შევძლებ ვაიძულო “ქართული ოცნება” აღასრულოს ჩემი თავისუფალი ნება და გამიუქმოს მანდატი", - წერს თამარ კორძაია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი სარჩელით საკონსტიტუციოს მიმართა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემაც.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია საკუთარი მანდატების გაუქმებას არჩევნების შემდეგ, დღემდე ითხოვს, თუმცა მმართველმა გუნდმა წინა სხდომაზე ეს საკითხი ჩააგდო და 51 დეპუტატიდან მანდატი არცერთს არ გაუუქმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი