25 თებერვალს მსვლელობა გაიმართება, ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - ბოკერია

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტული" პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. "ევროიპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, 25 თებერვალსა და 31 მარტს მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება.

ბოკერიას თქმით, 25 თებერვალს დაანონსებულ აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

"იგეგმება მსვლელობა 25 თებერვალს. რა თქმა უნდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როცა ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა, ჩვენ სუვერენიტეტს და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. ყველა მათი მოქმედებებით, მათ შორის მოპარული არჩევნებით და ჩვენი მტრის პოზიციის გაძლიერებით ჩვენს ქვეყანაში. ამ დღეს ჩვენ შევიკრიბებით იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ლეგიტიმური პროტესტი, რომ ჩვენ აღარ დავუშვებთ ამას ჩვენ ქვეყანაში. ამას მოყვება რამდენიმე აქცია რეგიონებში და შემდეგ იქნება თბილისშივე ცენტრალური აქცია 31 მარტს", - თქვა ბოკერიამ.

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი