"ლეიბორისტულ პარტიაში" ოპოზიციის შეხვედრა დასრულებულია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში, "ოცნება" უფრო დიდ პოლიტიკურ ჩიხში შევა.
"თუ დაიჭერენ ნიკას, მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც. არ გავატანთ... თუმცა მე ვფიქრობ, რომ ვერ დააპატიმრებენ. გავუწევ ფიზიკურ წინააღმდეგობას", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ნიკას დაჭერას, პირდაპირ ვამბობ - ფიზიკურად დავიცავთ და მაშინ მოუწევთ ყველას დაპატიმრება", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ 25 თებერვალსა და 31 მარტს აქცია დააანონსა.