"ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" - გავრილოვი მელიასგან ბოდიშს ითხოვს 

გამოქვეყნდა:

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის"  წევრს, ნიკა მელიას არა მასზე თავდასხმის გამო, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის აკავებენ.

სერგეი გავრილოვი მელიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:

მე ვიცი, რომ 2019 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თუ ნიკა მელიას აკავებენ, ეს ჩემზე თავდასხმის გამო არ არის. ეს არის უბრალოდ საბაბი, რომ გადატრიალება გაემართლებინათ. მე არ მაქვს საშუალება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებს თვალი ვადევნო, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კარგად დაგეგმილი მცდელობა და მიზანი იყო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სააკაშვილის მიერ",-თქვა გავრილოვმა "მთავართან" 

გავრილოვის განცხადებას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამბობს, რომ კომუნისტი დეპუტატის პირითმ ქართულმა ოცნებამ მორიგი პოლიტიკური დავალება მიიღო რუსეთისგან 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი