მე მევალება რომ აღვასრულო კანონი - ასე ახსნა სამართალდამცველმა ზურა ჯაფარიძესთან საუბარში ის მიზეზი, რის გამოც არ მიუშვა ჯაფარიძე ბართან და არ მისცა ლუქსის ახსნის საშუალება.
ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ რეგულაციებს ის გააზრებულად არღვევს და ამით აპროტესტებს იმ შეზღუდვებს, რომელიც მისი თქმით, ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციას არღვევს
"სხვაგან გავხსნი. ფართს ვერ ვიპოვი თუ? სადაც გავხსნი ყველგან ასე 20 კაცი დადგება?" ამბობს ჯაფარიძე.
აღმაშენებლის 45-ში დღეს სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო. ისინი ბარის ლუქს იცავდნენ. ადგილზე დღეს ჯაფარიძის თანაგუნდელების გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძეს პოლიციამ დღეს დალუქული ბარის გახსნის უფლება არ მისცა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი