გავრილოვი მადლობას გიხდით, ეს ღვაწლი დაფასებულია - ხოშტარია "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"დამშვიდდით, გავრილოვი მადლობას გიხდით, ეს ღვაწლი უკვე დაფასებულია" - ასე მიმართავს პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია იმ დეპუტატებს ვინც, ხვალ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს. 

"დეპუტატებო, ვინც ხვალ მელიას იმუნიტეტს მოუხსნით, თუ ოდნავ მაინც ნერვიულობდით, დამშვიდდით, გავრილოვი მადლობას გიხდით. ეს ღვაწლი უკვე დაფასებულია, გილოცავთ", - წერს ელენე ხოშტარია. 

სერგეი გავრილოვი ქართულ მედიასთან საუბარში დღეს იგივეს ამბობს, რასაც "ქართულ ოცნების" ხელისუფლება 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული - რომ იმ ღამეს ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

"მთავართან" საუბარში გავრილოვმა მელიასგან დღეს ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი