
ქართული ოცნების ახალი სახე მისი თანაგუნდელების საერთო მესიჯ-ბოქსს სრულად იზიარებს და კომუნისტ გავრილოვთან თანამშრომლობაში ოპოზიციას ადანაშაულებს.
გიორგი ხელაშვილი ტვიტერზე წერს, რომ გავრილოვი მიხეილ სააკაშვილს და მის "სატელიტებს" ეხმარება:
საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით, რადიკალური ოპოზიცია თანამშრომლობს რუს ეროვნულ-კომუნისტ პოლიტიკოს გავრილოვთან, წინასწარ მედიტირებული სატელეფონო კომენტარის საშუალებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სათათბიროს დეპუტატი მიდის სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტური პარტიების დასახმარებლად"წერს ხელაშვილი
გავრილოვის ჩამომყვანი "ქართული ოცნება" დღეს დუმის დეპუტატთან თანაშრომლობაში ნიკა მელიას, ენმ-ს, სრულად ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას ადანაშაულებდა, თუმცა ნიკა მელიასაგან ბოდიშის მოხდას გავრილოვთან ერთად, ერთ ხმაში ითხოვდა.