ვინც არღვევს, კანონი სათანადოდ პასუხობს - პაპუაშვილი ნიკა მელიას შესაძლო დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას შესაძლო დაკავების მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში განიხილავს.

"შესაბამისად, თუ კი ეს ასეა, ისმის კითხვა, არის თუ არა საჭირო რეაგირება. ყველა ვთანხმდებით, რომ კანონის დარღვევაზე საჭიროა რეაგირება. ამიტომ პასუხი ძალიან მარტივია, ის, ვინც არღვევს კანონს, მას კანონი სათანადოდ პასუხობს. ოპონენტები ნაწილობრივ დემოკრატიული სივრციდან არიან გასულნი, ახლa ცდილობენ გავიდნენ სამართლებრივი სივრციდან",- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს,  რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

"პარლამენტში" მივლენ ჩემი ადვოკატებიც. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! - ნიკა მელია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი