რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ხმაურია საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც ნიკა მელიას ადვოკატებს პარლამენტში არ უშვებენ. ადგილზე აქტივისტებმა მავთულხლართები მიიტანეს. ისმის საქართველოს ჰიმნი. "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები ამბობენ, რომ ეს იმ ყველაფრის ლუსტრაციაა, რაც საქართველოში ხდება. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

"რუსეთს საოკუპაციო ხაზთან რატომ არ ეჭიდავები? მაგის თავი არ გაქვს  და აქ 20 წლის ბიჭთან ხარ მაგარი?",- მიმართეს აქტივისტებმა პოლიციელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს,  რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

დეა მამისეიშვილი

"პარლამენტში" მივლენ ჩემი ადვოკატებიც. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! - ნიკა მელია

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი