ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელიას ადვოკატების არშეშვებას ხმაური მოყვა. ადგილზე აქტივისტები და მელიას ადვოკატები იმყოფებიან.

ნიკა მელიას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იურიდიული საკომიტეტო მოსმენა ფორმალურია, თუმცა "ოცნება" უხერხულ კითხვებს თავს არიდებს.

"სრული უფლება გვაქვს დავესწროთ სხდომაზე და დავსვათ ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს. მთავარი შეკითხვა არის, რა არის საფუძველი, რის გამოც გამოიყენებენ, ნიკა მელიას დაპატიმრებას. ამისთვის აუცილებელია იყოს მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულების განადგურება. მომზადებულ კითხვებს ახლა ჟურნალისტებს გადმოგცემთ. ავითარებენ ნარატივს, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა, რაც არის სიცრუე",- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს,  რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი