ნიკა მელია ენმ-ის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს - სოზარ სუბარი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის რეგიონული კომიტეტის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ამბობს, რომ თუ ნიკა მელიას სასამართლო პატიმრობას შეუფარდებს, ის აპირებს "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩაიკეტოს და წინ სხვა ადამიანები აიფაროს.

სუბარი ამბობს, რომ პროკურატურა ვალდბულია, რომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ბრალდებული მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს.

"ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მათი საჯარო გამოსვლებითაც დასტურდება, რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუმადგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს", - თქვა სუბარმა.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ. 

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი