მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავრიცხო - ელისაშვილი მელიას მხარდასაჭერად მზადყოფნას გამოთქვამს

გამოქვეყნდა:

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ  მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერენ. მეტიც, ალეკო ელისაშვილის თქმით, მზადაა ნიკა მელიას გირაოს თანხა თავისი ხელფასიდან გადაურიცხოს.

“ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ, იმიტომ, რომ არ არის სწორი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის,  ვინც არ უნდა იყოს,  იმუნიტეტის შეჩერება. რაც შეეხება ნიკას, მე მომმართა და ეთერში თქვა, რომ ერთხელ გირაო გადავიხადეო და ახლა კიდე დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს ნამდვილადო, რომ მეორეჯერ გირაო გადავიხადოო. გასაგებია ორჯერ 30 ათასი ლარი არავის არ აქვს. მე არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მე ხელფასი არ ჩამრიცხვია ჯერ, მზად ვარ, რომ ჩემი ხელფასი გადავურიცხო. არც ვიცი რამდენია, მაგრამ მე ადამიანურად მზად ვარ”, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ. 

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი