"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ოცნების" რიტორიკას ეხმიანება, თითქოს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის აღსრულება ხდება.
"ქოცების არგუმენტი "კანონის უზენაესობის გამო ვაძლევ ხმას, ვალდებული ვარო" - ტყუილია. არ შევალ მელიას საქმის ანალიზში და აბსურდულობაში. რაც არ უნდა იყოს ამ საქმეში, კენჭისყრა და გადაწყვეტილება იმუნიტეტის მოხსნაზე არის სრულიად დისკრეციული, დეპუტატის პირად მიხედულებაზე და არავითარი კანონისმიერი ვალდებულება არ უძღვის წინ.
როდის იყვნენ ქოცები ნამდვილად ვალდებული და ნამდვილად დაარღვიეს კანონისმიერი, ბოდიში, კონსტიტუციისმიერი ვალდებულება? - 2 კვირის წინ, როდესაც დაარღვიეს კონსტიტუცია და სტატუსი არ შეუწყვიტეს ყველა იმ დეპუტატს, ვინც მანდატზე უარი თქვა. აი, სად იყო და სად დაირღვა ვალდებულება, თან კონსტიტუციით დადგენილი. აი, სად არ იყო კენჭისყრა დისკრეციული და პირად მიხედულებაზე.
მოკლედ: არ პრავდება. ვერ დაიჭერთ.
ჩასვრილები ხართ და გამოძრომას ცდილობთ X-მენის მიერ გირაოს გადახდის მეშვეობით. დაიცინებით სასტიკად, ფარჩაკებო"- წერს ნიკა გვარამია.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს პროკურორის დღევანდელ განცხადებსაც გამოეხმაურა უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს. ნიკა გვარამიამ სტატუსი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.