კოდი მხოლოდ აჩქარებს გირაოს გადახდას - პროკურორის განმარტება

გამოქვეყნდა:

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიას გირაოს გადახდისა და უნიკალური იდენტიფიკატორის კოდთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება.

"უნიკალური იდენტიფიკატორის მიზანია გადახდა აღირიცხოს სწრაფად და მეორე, ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია გირაოს შესაბამის ანგარიშზე გირაოს თანხის შეტანა ყოველგვარი იდენთიფიკატორის გარეშე, თუ თქვენ იცით, ვის სასარგებლოდ შეგაქვთ თანხა და იცით, ანგარიში, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. იდენტიფიკატორი გირაოს შეტანის სწრაფი ასახვის საშუალებაა. ბრალდების მხარეს ვეუბნებით, მე შენ მოგცემ უნიკალურ კოდს. მიხვალ კონკრეტულ ბანკში ამ კოდით. მიუთითებ გადახდის დროს და პროგრამა ავტომატურად ასახავს შენს მიერ გირაოს გადახდას. შენ  აღარ დაგჭირდება ჩემთან მოსვლა, ქვითრების წარდგენა. ლოდინი, როდის დასრულდება ტრანზაქცია. პროკურორს, ზედმეტი კომუნიკაციის გარეშე ავტომატურად დაუფიქსირდება, რომ ამ თანხის გადახდა მოხდა უნიკალური იდენტიფიკატორით. ეს პროცედურა გულისხმობს სისწრაფეს",- განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურებს იწყებს. ამ წუთებში პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენელს უსმენენ, რომელიც დაპატიმრების მოთხოვნას ასაბუთებს. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ. 

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან

ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"

კონსტიტუცია არ იცავს ამ ინტერესებს, ვისი გამეტება შეიძლება პატიმრობისთვის და ვისი არა - პროკურორი

 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი