ეს არაფერს ნიშნავს ჯერ, ეს კინო ერთხელ უკვე ვნახეთ. ისიც ვნახეთ სასამართლოში, როგორ გაგრძელდა ეს საქმე", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილებას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
ოპოზიციის თქმით, "ოცნების" ერთპარტიულმა პარლამენტმა გავრილოვის დავალება შეასრულა.
"ოცნებისგან" მეტს არაფერს ველოდით, ასე იქცევა მორჩილი ხელისუფლების მორჩილი პარლამენტი... ცხვრებივით მიაჭირეს ხელი. ჩვენ არაფერი გვაშინებს, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე",- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
"გავრილოვი მართავს დღეს საქართველოს პარლამენტს და იმითი იმართება როდიონოვის სული. ახლა უნდათ გავრილოვის დავალება შეასრულონ და მელიას სახით დაიჭირონ საქართველოს მომავალი. გავრილოვი ასამართლებს საქართველოს მომავალს",- აცხადებს გიორგი ჩალაძე.
შეგახსენებთ, კენჭისყრაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ 2-მა დეპუტატმა მისცა, მათ შორის, პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.
პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა - 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი