პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა - 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის სხდომაზე, სადაც ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისა და მისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა განიხილეს, გადაწყვეტილება მიღებულია - პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა. 

რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად 76 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.

კენჭისყრაზე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა: 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი. ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ენმ-ის ლიდერი გირაოს გადახდას ისევ არ აპირებს, პარლამენტის სხდომას ენმ-ის სათაო ოფისიდან ადევნებს თვალს და აცხადებს, რომ ვერ დაიჭერენ. 

მატრიოშკაში ხართ: მონა, მერე პატარა მონა, მერე უფრო პატარა, ვერ გამასამართლებთ - ნიკა მელია

მოგმართავთ წინადადებით, მიიღოთ გადაწყვეტილება გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ - პროკურორი მელიაზე

ყველა ასეთი ამბავი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაა - ევროპარლამენტარი მელიას საქმეზე

ნიკა მელია ენმ-ის ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს - სოზარ სუბარი

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი