ბრალდების მხარე დღესვე უზრუნველყოფს შუამდგომლობის წარდგენას სასამართლოსთვის - პროკურორი კენჭისყრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას საქმის პროკურორის თქმით, პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის შესრულება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის.

პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე დღესვე უზრუნველყოფს სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას.

"რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გათვალისწინებულია სასამართლოსთვის შუამდგომლობის მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს, შესაბამისად, დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას, თბილისის საქალაქო სასამართლოში",-თქვა პროკურორმა.

პარლამენტის სხდომაზე, სადაც ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისა და მისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პროკურატურის მოთხოვნა განიხილეს, გადაწყვეტილება მიღებულია - პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი