ციფრებს აქვთ მაგია, ზუსტად ასი წლის წინ "შულავერის კომიტეტი" დაფუძნდა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"გირაოს არ გადავიხდიც" არ არის ჩემთვის უცნობი" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "დღის სტუმარში", ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის მოხსნის შესახებ საუბრის დროს განაცხადა. 

ნიკა გვარამიამ ისტორიული პარალელიც გაავლო და გაიხსენა, რით იყო გამორჩეული საქართველოს ისტორიაში ასი წლის წინ, 16 თებერვალი.

"დავიწყებ პითაგორათი, ნუმეროლოგიის მამით, რომელიც ამბობდა, რომ ციფრებს აქვთ თავიანთი მაგია. ზუსტად ასი წლის წინ, საქართველოში დაფუძნდა "შულავერის კომიტეტი", მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ზუსტად ასი წლის თავზე, საქართველოს პარლამენტმა თავი გამოაცხადა შულავერის კომიტეტად და მანაც შეასრულა რუსეთის დავალება", - თქვა ნიკა გვარამიამ.
 

ნიკა გვარამიას თქმით, პარლამენტმა "გავრილოვის დავალება და სურვილი, მაგრამ არა მისი გადაწყვეტილი, არამედ პუტინის დავალება შეასრულა".

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და დაპატიმრებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას მომხრე 88 დეპუტატი იყო და მხოლოდ ორი, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი იყვნენ წინააღმდეგი, ხოლო ოთხმა დეპუტატმა "ევროპელი სოციალისტებიდან", თავი შეიკავა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი