ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე დაგემშვიდობებით - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, უკან დახევას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს. ეს განცხადება მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე გააკეთა. 

"შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავის დავუხარო, ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, სანამ არ ვუზრუნველყოფთ და მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანთან ერთად ეს მოხდება და მე ამ დღეს ვხედავ, სანამ არ ვუზრუნველვყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განადგურების საშუალებას არავის. [...] არანაირი დამორჩილება ამ უკანონო, გავრილოვის განაჩენის მიმართ არ იქნება, დანარჩენს მოგახსენებთ მოგვიანებით, გამარჯვებამდე დაგემშვიდობებით", - თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, გული წყდება 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მეორედ გაასამართა. 

ამ წუთებში ენმ-ს ოფისში ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები, ისინი ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღესვე მიმართოს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი