
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლკსი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პასუხობს და ამბობს, რომ "მონა, მხევალი" და მსგავსი ეპითეტების გამოყენებით ის რეალობა არ გაქრება რაც არსებობს.
"ფიქრობს, რომ რაც მეტ შეურაცხმყოფელ სიტყვას იტყვის, მონაა თუ მხევალი, აი ამ ეპითეტებით დატვირთავს თავის კომენტარს, ის რეალობა არ გაქრება, რაც არსებობს. ფაქტია, რომ სწორედ მაშინ, როცა პოლიტიკურად გაუჭირდა ნაცმოძრაობას, ჩემი აზრით, გადაწყვიტეს, ნიკა მელიას თემა წამოწიონ და იქნებ როგორმე ეს პოლიტიკური აჟიოტაჟი შექმნან მის გარშემო", - თქვა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ 88 მონობაში მყოფმა პირმა მას სადეპუტატო უფლებამოსილება კიდევ ერთხელ შეუჩერა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღესვე მიმართოს. ამავე თემაზე: