თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მხარეების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცუბლება დასაშვებად იქნა ცნობილი, მათ შორის 200 000-იანი რუკები, რომლებსაც დაცვის მხარე არაკანონიერი გზით მოპოვებულად თვლის, ასევე, დასაშვებად ცნეს ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები.
"არ არსებობს ბრალდების მიერ წარმოდგენილი რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ საწინააღმდეგოდ ჩვენს ბრალეულობას შეესაბამება", - თქვა ივერი მელაშვილმა.
ადვოკატ, გიორგი მშვენიერაძის თქმით, ივერი მელაშვილი ზუსტად იგივეს მოყვება სასამართლო პროცესზე, რაც საჯარო ინტერვიუებში აქვს ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს.