კომფორტია, როცა კანონი სრულდება ქვეყანაში - სანიკიძე მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ახალი დეპუტატის, სპორტსმენ ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, დაიღალა ისიც და საზოგადოება იმის მოსმენით, თუ რას ამბობს და აპირებს ნიკა მელია. სანიკიძე პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება დისკომფორტს არ უქმნის, რადგან ფიქრობს, რომ ქვეყანაში კანონი სრულდება.

"დისკომფორტს რატომ უნდა ქმნიდეს კანონის აღსრულება, ან ჩემთვის, ან თვენთვის, ან ვინმე სხვისთვის, არანაირი, პირიქით, კომფორტია როდესაც კანონი სრულდება ქვეყანაში. ნიკა მელია რას ამბობს, დავიღალეთ, დაიღალა საზოგადოება იმის მოსმენით ნიკა მელია რას აპირებს, არგადახდა და ვერ დამიჭერთ, დაიღალა, მეც მათ შორის", - თქვა ვიქტორ სანიკიძემ. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ახალწვეულ სპორტსმენ დეპუტატს, დავით კაჭარავას, მისი თქმით, მელია მომხრებს კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს, რაც არასახელმწიფოებრივია. 

"არასახელმწიფოებრივი განცხადებაა და არაფერში არ გამოადგება საქართველოს", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღესვე მიმართოს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მომხდარს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი