აქედან ორ გამოსავალს ვხედავ, ან ყველანი დავმარცხდებით, ან "ოცნების რეჟიმი" - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან ორ გამოსავალს ხედავს  - "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას ბოდიში მოუხადოს, ან ახალი არჩევნები ჩატარდეს. ამ თემაზე მან გადაცემა "ღამის მთავარში" ისაუბრა.

"ორ გამოსავალს ვხედავ აქედან, ერთი - ადგეს უნდა ქართული ოცნება და მე კი არა, რომელიმე პოლიტიკოსს კი არა, ქვეყანას მოუხადონ ბოდიში და მივიღებთ ამ ბოდიშს, მეორე გამოსავალია ახალი არჩევნები, არ არსებობს მესამე. აქ ან დავმარცხდებით ჩვენ, ყველანი, ან დამარცხდება ქართული ოცნების ეს რეჟიმი, მესამე გამოსავალი არ იქნება უბრალოდ", - თქვა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამ დილემის წინაშე თავი თვითონ დააყენა. ამავე თემაზე: 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მომხდარს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი