უმრავლესობა ფლობს სამართალს, უმცირესობა სამართლიანობას - გიგი უგულავა დევნის მოლოდინში

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიასა და  ნიკა მელიას შემდეგ, პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და დევნის მოლოდინში ხელისუფლების სხვა ოპონენტებიც არიან. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გაცოცხლებას ელოდება გიგი უგულავაც.

"არ ვიცი, შეიძლება განახლდეს, შეიძლება არა. ყველაფერია მოსალოდნელი. უყურეთ როგორ არის, უმრავლესობა ფლობს სამართალს, ანუ ყველაფერს აკონტროლებს, უმცირესობა ფლობს სამართლიანობას. სანამ ამ ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთს არ დაემთხევევა, ყოველთვის აცდენა იქნება",- აცხადებს "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, კიდევ ერთი პოლიტიკური საქმის პროცესი დღეს განახლდება. ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი