ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაგრძელდება. დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდება.

"მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასამართლოზე, ყოველთვის არათუ ამყარებს ბრალდების პოზიციას არამედ, ასუსტებს და ხაზს უსვამს ჩვენი პოზიციის სისწორეს.

ნიკა გვარამიას მიმართ ცალსახად პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ამაზე მიუთითებს  არაერთი დარღვევა საქმეში არსებული, არამედ შეფასება, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე სახალხო დამცველის",- აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას.

თავდაპირველად, პროცესი 2020 წლის 1 დეკემბერს ჩაინიშნა, თუმცა მეორე დღეს სასამართლომ, კოვიდპანდემიის კონტექსტში, პროცესი განუსაზღვრელი ვადით გადადო, 2 თებერვალს კი ხელახლა ჩანიშნა. საქმის არსებითი განხილვა 11 თებერვალს ისევ დაიწყო და, როგორც გრაფიკით ირკვევა, პროცესები ყოველი კვირის ოთხშაბათს გაიმართება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი