თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას სეიმის დეპუტატი ჟიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაპატიმრებას "ტვიტერზე" ეხმაურება და  წერს, რომ თუ საქართველოს ნამდვილად სურს, დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება.

"თუ საქართველოს ნამდვილად სურს უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, ვინც მართავს საქართველოს, მან უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება. იმოქმედეთ ერთად თქვენს ტრანსატლანტიკური მომავლისკენ კონსოლიდაციას. ამ გზიდან არ გადაუხვიოთ“, - წერს ლიეტუვის პარლამენტის წევრი.

მან ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე სტატიაც გააზიარა და პარლამენტს მიმართა - ამ გზით არ იაროს - „ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს“.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი