ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, პარლამენტის მიერ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას გამოეხმაურა.

"ერთპარტიული პარლამენტის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს", - წერს იან კელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტას მხარი დაუჭირა. პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოს დღესვე მიმართოს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია მომხდარს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

ამავე თემაზე: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი