ლადო კახაძე არჩევნების შედეგების შემსწავლელ კომისიაში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიაში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც კახაძემ თქვა, "დედამიწამ უნდა გაიგოს, რომ არჩევნებზე არც ერთი ისეთი დარღვევა არ ყოფილა, რომელიც საბოლოო პროდუქტს საფრთხეს შეუქმნიდა."

"მინდა ამ ტრიბუნიდანაც გაჟღერდეს საერთაშორისო დამკვირვებელთა მოქცევა ამ კომისიის წევრად და მათი სრულუფლებიანი საქმიანობა, რომ არა შიდა მოხმარების დოკუმენტი გახდეს, არამედ დედამიწამ გაიგოს, დანარჩენმა სამყარომ, რომელიც თვითონ აღიარებს, რომ ყველაფერი სწორად არის და ისეთი გადაცდენა არც ერთი არ ყოფილა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საბოლოო პროდუქტს. აქ თუ იქნება მონაწილეობა გარანტირებული მათი",-თქვა კახაძემ.

დღეს, 17 თებერვალს საქართველოს პარლამენტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას უყრის კენჭს. დადგენილების თანახმად, საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად 3 თვე უნდა განისაზღვროს.

"საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ განისაზღვროს 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საარჩევნო დარღვევები და მათი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით, დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე",-თქვა მდინარაძემ პარლამენტში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი