არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად - აშშ-ს საელჩო მელიას განაჩენზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის საელჩო სასამართლოს მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის შერყევას ემსახურება და პროცესი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად", - წერს ამერიკის საელჩო. 

შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ოპოზიცია და ნიკა მელიას მხარდამჭერები ამ წუთებში ენმ-ს ოფისში არიან შეკრებილები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი