სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით 16 თებერვალს, პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, მოკლე დროში მიმართა

გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ მას შემდეგ დააყენა, რაც ნიკა მელიამ რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა, რომ გირაოს თანხას, 40.000 ლარს არ გადაიხდიდა. 

მას შემდეგ, რაც გირაოს გადახდის ვადა ამოიწურა, პროკურატურამ პროცედურით გათვალისწინებული მოქმედებები დაიწყო.

ცნობისთვის, ნიკა მელიას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით აქვს ბრალი წარდგენილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი