დღევანდელი დღე მელიას დასასრული კი არა, ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია - ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი დღე არა ნიკა მელიას დასასრული, არამედ სასამართლოს იდეის, სამართლის, ინსტიტუტების იდეის დასასრულია. მისი თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ღირსეულად და მშვიდობიანად.

"ნიკა მელია დღეს იწყება როგორც აბსოლუტურად სხვა ნიკა მელია და პოლიტიკური ლიდერები იქნებიან მათ შორის მაშინ, როცა ციხის არ ეშინიათ და ისე იქცევიან, როგორც ნიკა მელია იქცევა. დღეს ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, დასრულდა ქართული სახელმწიფო, იმიტომ, რომ ვიხილეთ საცოდავი სასამართლო. [...] დღევანდელი დღე მელიას დასასრული კი არ არის, სხვა ნიკა მელიას დასაწყისია და ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი", - თქვა დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ოპოზიცია და ნიკა მელიას მხარდამჭერები ამ წუთებში ენმ-ს ოფისში არიან შეკრებილები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი