
ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი, დენიელ ჰამილტონი სასამართლოს მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ
"გადაწყვეტილება ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეცდომაა, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას დიდ ზიანს მიაყენებს. ყველა ჩვენგანს ვისაც ქვეყანა გვიყვარს ვალდებულია ხმა ამოიროს, საქართველოს უკიდურესად სჭირდება ივანიშვილის გავლენისგან გათავისუფლება", - წერს დენიელ ჰამილტონი.
ამავე თემაზე:
შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ოპოზიცია და ნიკა მელიას მხარდამჭერები ამ წუთებში ენმ-ს ოფისში არიან შეკრებილები.