"სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად" - ასე ეხმაურებიან ენმ-ს ოფისიდან შსს-ში გამოცხადებულ მობილიზაციას.
როგორც ზაალ უდუმაშვილი "მთავარის" ეთერში ამბობს, ხელისუფლება ჩქარობს აასრულოს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მისივე დაკვეთით მიიღო.
ჩქარობს შეშინებული ხელისუფლება, რომ სისრულეში მოიყვანოს ის უკანონო გადაწყვეტილება, რაც დღეს გააფორმებინეს სასმართლოს. არაფერია გამორიცხული რომ დღესვე მოვიდნენ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ხელებაწეულებმა ჩავაბაროთ ნიკა მელია ივანიშვილს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით აგრესიულები, მაგრამ ჩვენ დავიცავთ თავს" ამბობს უდუმაშვილი.
ივანიშვილი სტაფილოს წვენით მოემზადება დილას შეეგებოს და ცდილობენ უპატაკონ დაბადებს დღეს, გავრილოვის ღამის მთავარი გამპროტესტებელი მოგართვითო - ამბობს ენმ-ს კიდევ ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი
ენმ-ს ოფისში მთელი ღამეა იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, ხოლო შსს-მ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ყაზარმული მდგომარეობა გამოაცხადა.