
მოძრაობა "სირცხვილია" პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას Facebook-სტატუსით ეხმიანება:
"გულისამაჩუყებელი" ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი. და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია", - ვკითხულობთ სტატუსში.
განცხადებაშივე ვკითხულობთ, რომ "ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება".
შეგახსენებთ - გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა.