ამ კრიტიკულ დროს წასვლა ხაზს უსვამს არაგუნდურობას "ოცნებაში"- სოსო გოგაშვილი გახარიას გადადგომაზე

გამოქვეყნდა:

"ამ კრიტიკულ დროს წასვლა(გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში", - ასე ეხმაურება სოსო გოგაშვილი Facebook-ზე გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობიდან წასვლას. 

"გაქცეულზე მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა (გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში. ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს?? თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად-2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა.  ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება.. To be continued?", - წერს გოგაშვილი 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს, რამდენიმე საათის წინ დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი