"ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკი ღარიბაშვილის კანდიდატურას ასახელებს. 

პატრიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მიიღო. საერთო პოზიცია პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა.

"მისი მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელია, ის სხვადასხვა პერიოდში შს მინისტრის, პრემიერის და ამჟამად თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2013 წელს პრემიერმინისტრობის პოსტზე მან ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. 

ამავე თემაზე: 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი