"ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დაინიშნა პრემიერმინისტრად",- ასე გამოეხმაურა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშილის კანდიდატურას პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე.
"კომიკურიც არის და კომიკურიც, |ივანიშვილმა| ბატონი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატურიდან, როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა. დამთავრებულია ხალხო, ქართული ოცნება",-თქვა მელიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.