
სოზარ სუბარის აზრით, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება. გარდა ამისა, სუბარი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა ყველგან, სადაც იყო, რეფორმები განახორციელა.
იყო მთავრობის წევრი, შს და თავდაცვის მინისტრი, ორივეგან გაატარა სერიოზული რეფორმები. მის სახელს უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, თავდაცვის მინისტრობისას მან ეს ხაზი გააგრძელა ნატოსთან მეტი ინტეგრაციის მიმართულებით, ძალიან გამოცდილი ადამიანი, გამოცდილი გუნდის წევრია" ამბობს სუბარი.
ის ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებამ გუნდში "საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია".
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.