ღარიბაშვილის პრემიერობა ნიშნავს მეტ ზეწოლას მედიაზე, პოლიტიკოსებზე... - ბერძენიშვილი

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნა ნიშნავს მეტ ზეწოლას მედიაზე, პოლიტიკაზე, პოლიტიკოსებზე, დავით გარეჯის საქმეზე თუ სხვა.

"ღარიბაშვილის პრემიერობა ნიშნავს, მეტ ზეწოლას პოლიტიკაზე, პოლიტიკოსებზე, მედიაზე, თქვენზე, სხვა არხებზე, დავითგარეჯის საქმეზე, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეს გაუვათ. ერთ - ეს არის სიმტკიცე, ერთობა და მეორე - ეს არის დასავლეთის მაქსიმალური ჩართულობა. ჩვენ ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერას მოვიპოვებთ და არ არის ეს საკმარისი საქართველოში შენი სიმართლის გასატანად, ამას საქრთველოში, როგორც პოსტ-ტოტალიტარულ ქვეყანაში სჭირდება დასავალეთის მხარდაჭერა", - თქვა დავით ბერძენიშვილმა. 

მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს, დასავლეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. 

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი