
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას.
"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ მხარი დაუჭიროს ყველა ტიპის დიალოგს.