ჩემი რჩევაა, სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა თავი აარიდოს გარეთ გასვლას - ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართვეოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ურჩევს, რომ სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და დალაგდება ოფისიდან გარეთ გასვლას თავი აარიდოს.

"ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლოაბს. ნუ მივცემთ შანსს ხელსიუფლებას, რომ ამ შემთხვევაში და ამ საქმეში სადაც თავიდან ბოლომდე მტყუანია მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც ქვეყანაში დაპირისპირების მორიგ ტალღას მოიტანს", - თქვა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძე ამბობს, რომ რისკები, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ისევ არსებობს და "ქართული ოცნების" რადიკალური ნაწილი ჯერ კიდევ მთავარ ამოცანად არა ქვეყანაში სიმშვიდეს, არამედ ძალის დემონსტრირებას მიიჩენვს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი