სანამ ოქმს არ მომიტანთ, რომ კარავი მომპარეთ, მანამდე აქედან არ წავალ - ხაბეიშვილი პოლიციას

გამოქვეყნდა:

"სანამ ოქმს არ მომიტანთ, რომ კარავი მომპარეთ მანამდე აქედან არ წავალ", - ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ სამართალდამცველებს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ პოლიციამ კარავი მოიპარა: 

"ოქმი სად არის? სანამ ოქმს არ მომიტანთ, რომ კარავი მომპარეთ, მანამდე არ წავალ. ეს კაცი მპირდებოდა ოქმს და გაიპარა. ახლა თქვენ მპირდებით და არ მაძლევთ. იცით რატომ არ მაძლევთ? იმიტომ, რომ თქვენი ქურდობა უნდა დააოქმოთ, რომ მომპარეთ კარავი", - მიმართა ხაბეიშვილმა სამართალდამცველებს. 

სამართალდამცველებმა კი ხაბეიშვილს უთხრეს, რომ ოქმისთვის წერილობით მიმართოს.

ცნობისთვის, საქართველოსთვის", უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მართავს, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. დღეს აქტივისტებმა კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 15-მდე  აქტივისტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი