"ევროპელი სოციალისტები" ღარიბაშვილს მხარს არ დაუჭერენ

გამოქვეყნდა:

"ევროპელი სოციალისტები" ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ. როგორც პარტიის განცხადებაში წერია, ისინი კენჭისყრაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას.

„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღარიბაშვილს და მის კაბინეტს "ოცნების" პარლამენტი კენჭს 22 თებერვალს უყრის

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გუშინ, 18 თებერვალს "ევროპელი სოციალისტების" სახელით დავით ზილფიმიანმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ღარიბაშვილს და მის მინისტრთა კაბინეტს კენჭისყრაზე მხარს დაუჭერდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი