"ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განმუხტონ კონფლიქტი და დაკავდნენ მოლაპარაკებებით" - ამ სათაურით, სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.
განცხადება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე ვრცელდება:
"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენებით. ამ ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა ქართველ მაღალჩინოსნებთან. მიუხედავად იმისა, რომ მოხარულები ვართ, რადგან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრება შეჩერდა, მსგავსი ტიპის პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასდროს უნდა მოხდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდად დასრულდება", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, შსს-მ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება გადადო.