შსს-ს განცხადებით, პრემიერმინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება გადაიდო.
"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ მთელი ღამის განმავლობაში ენმ-ის ოფისში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები.
დილით ოფისში პოლიციელები მივიდნენ, მაგრამ მათ ოფისში შესვლა ვერ შეძლეს.
ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ხელს შეუშლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, აღიკვეთება.
ამას მოჰყვა აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც მან მოუწოდა მხარეებს, ამ დილით სიმშვიდე შეინარჩუნონ.